ჩვენს შესახებ | PrimeFlex Georgia
PrimeFlex
ვინ ვართ ჩვენ?
PrimeFlex Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჰიდროიზოლაციის პროექტის სრულ ციკლს — კონსულტაციიდან და სისტემის შერჩევიდან მასალების მიწოდებამდე, სამუშაოების შესრულებასა და საბოლოო ხარისხის კონტროლამდე.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა საქართველოში თანამედროვე, საიმედო და ტექნიკურად გამართული ჰიდროიზოლაციის სისტემების დანერგვა.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვაა PrimeFlex Georgia ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე სანდო კომპანიად ჰიდროიზოლაციის, თბოიზოლაციისა და სამრეწველო საფარების მიმართულებით.
ჩვენი გამოცდილების საფუძველი
PrimeFlex Georgia-ს მიდგომა ეფუძნება მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ზედაპირების მომზადებისა და პროფესიონალური დამცავი დაფარვების სფეროში.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი 2014 წლიდან მუშაობს პროფესიონალურ coating სისტემებში, სადაც სპეციალიზებულია ლითონის/ბეტონის ზედაპირების მომზადებასა და მაღალი ხარისხის დამცავი საფარების შესრულებაში. ამ სფეროში მიღებული გამოცდილება დღესაც წარმოადგენს ჩვენი სამუშაო სტანდარტის საფუძველს.
როგორც სამრეწველო coating-ებში, ისე ჰიდროიზოლაციის სისტემებში, საბოლოო შედეგი პირველ რიგში დამოკიდებულია ზედაპირის სწორ მომზადებაზე. არასათანადო წმენდა, ტენიანობის უგულებელყოფა, არასწორი პრაიმერის შერჩევა ან ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა მნიშვნელოვნად ამცირებს ნებისმიერი სისტემის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის ვადას.
სწორედ ამიტომ PrimeFlex Georgia განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ზედაპირის შეფასებას, საფუძვლის მომზადებას, მასალების სწორ შერჩევასა და ტექნოლოგიური პროცესის ზუსტ დაცვას. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ ვიზუალურად ხარისხიანი, არამედ გრძელვადიანი და საიმედო ჰიდროიზოლაციის სისტემა.
რას გთავაზობთ?
offering
107
107
დაგეგმილი
პროექტი
58
58
განხორციელებული
პროექტი
58
58
კმაყოფილი