ჰიდროიზოლაცია | PrimeFlex Georgia
ჰიდროიზოლაცია წარმოადგენს შენობის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც იცავს კონსტრუქციას წყლის, ტენისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. სწორად შერჩეული ჰიდროიზოლაციის სისტემა ზრდის შენობის ექსპლუატაციის ვადას, ამცირებს დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ, საიმედო დაცვას როგორც ახალი, ისე არსებული ობიექტებისთვის.
ჩვენი ასორტიმენტი
Product list
ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია:
მომავლის PMMA პრემიუმ იზოლაცია, მხოლოდ ჩვენთან – გამოირჩევა უკიდურესი მოქნილობით, მონტაჟის სისწრაფით და მდგრადობით ნებისმიერი გარემოპირობების მიმართ, 25 წლიანი გადაწყვეტილება გადახურვაზე საქართველოს ყველა რეგიონში, მთაში თუ ბარში
პოლიურეთანის ჰიდროიზოლაცია – ელასტიური, ულტრაიისფერი სხივებისადმი მდგრადი და უნაკერო სისტემა, იდეალურია ტერასების, ბრტყელი სახურავებისა და აივნებისათვის.
პოლიურეა – პრემიუმ კლასის იზოლაცია, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, სწრაფი გამაგრებითა და მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით.
ბიტუმის ჰიდროიზოლაცია – ეკონომიური და საიმედო გადაწყვეტა მიწისქვეშა ნაგებობების, საძირკვლებისა და სახურავების გრძელვადიანი დაცვისთვის.
პოლიმერ-ცემენტის ჰიდროიზოლაცია – მაღალი ადჰეზიის მქონე სისტემა, რომელიც საუკეთესო არჩევანია სველი წერტილებისთვის, საძირკვლების, რეზერვუარებისა და ბეტონის კონსტრუქციების დასაცავად.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სისტემა და გაეცანით მის უპირატესობებს, გამოყენების სფეროებს, ტექნიკურ მახასიათებლებსა და რეკომენდებულ პროდუქტებს.
სწორად შერჩეული იზოლაცია ნიშნავს მრავალწლიან დაცვას წყლის, ტენისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ისეთი სისტემის არჩევაში, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენი პროექტის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საიმედო შედეგს მრავალი წლის
რატომ აირჩიოთ PrimeFlex Georgia?
PrimeFlex Georgia გთავაზობთ თანამედროვე ჰიდროიზოლაციის სისტემებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და ინდუსტრიული ობიექტებისთვის. თითოეული სისტემა შეირჩევა ზედაპირის ტიპის, დატვირთვის, გარემო პირობებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების მიხედვით.
ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის პოლიურეთანის, პოლიურეას, ბიტუმ-პოლიურეთანის, PMMA-სა და პოლიმერ-ცემენტის ბაზაზე შექმნილ მასალებს, რომლებიც გამოირჩევიან წყალგაუმტარობით, ელასტიურობით, UV მდგრადობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის რესურსით.
ჰიდროიზოლაციის სწორი სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს კონსტრუქციის დაზიანების, წყლის შეღწევის, ბზარების, კოროზიისა და შემდგომი სარემონტო ხარჯების რისკს. ჩვენი მიზანია თითოეულ პროექტზე შეირჩეს ოპტიმალური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო დაცვას მრავალი წლის განმავლობაში.
სად გამოიყენება ჰიდროიზოლაცია?
- ბრტყელი გადახურვები
- მწვანე გადახურვები
- ტერასები და აივნები
- საძირკვლები
- სარდაფები
- სველი წერტილები
- აუზები
- წყლის რეზერვუარები
- პარკინგები
- ინდუსტრიული იატაკები





