სწრაფი საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 10:00-16:00 შაბათი: 10:00-14:00 icon_widget_image თბილისი, საქართველო, 0159. ტარიელის ქ. N11 icon_widget_image + (995) 551 420 303 + (995) 555 656 165 icon_widget_image info@primeflex.ge
  /    /  გრუნტები იზოლაციისთვის
გრუნტები იზოლაციისთვის
მომავლის იზოლაციები
გრუნტები იზოლაციისთვის
ჰიდროიზოლაციის სისტემის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზედაპირის სწორ მომზადებაზე. სწორედ ამიტომ პრაიმერი (გრუნტი) წარმოადგენს სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. მისი ძირითადი დანიშნულებაა ზედაპირის გამაგრება, ფორების შემცირება, მტვრის შეკვრა და ჰიდროიზოლაციის ფენასთან ძლიერი ადჰეზიის უზრუნველყოფა.
პოლიურეთანის გრუნტი ჰიდროიზოლაციისთვის | NEOPRIMER PUR 50SC
NEOPRIMER PUR 50SC

წყლით ხსნადი პოლიურეთანის საპენეტრაციო გრუნტი

NEOPOXY REPAIR | ეპოქსიდური სარემონტო მასტიკა ბეტონისთვის
NEOPOXY REPAIR

ზედაპირების შემავსებელი ეპოქსიდური მასტიკა

NEOPRIMER EP 100WB | წყლის ბაზაზე ეპოქსიდური გრუნტი
NEOPRIMER EP 100WB

წყალზე დაფუძვნებული ეპოქსიდური გრუნტი

NEOPRIMER EP 110SF | ეპოქსიდური გრუნტი
NEOPRIMER EP 110SF

გამხსნელებისგან თავისუფალი ეპოქსიდური გრუნტი

ამ გვერდზე წარმოდგენილია გრუნტები იზოლაციისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს EN1542 სტანდარტს  და თავსებადია პოლიურეთანის, პოლიურეთან-ბიტუმის, პოლიურეასა და პოლიმერ-ცემენტის სისტემებთან.

თითოეული პროდუქტი შექმნილია კონკრეტული ზედაპირისა და გამოყენების პირობებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის მაქსიმალური ეფექტურობა, საიმედოობა და ხანგრძლივი დაცვა.

პრაიმერის გამოყენება არა მხოლოდ აუმჯობესებს ჰიდროიზოლაციის მასალის ზედაპირთან შეჭიდებას, არამედ ამცირებს ძირითადი მასალის დანახარჯს და უზრუნველყოფს მისი თანაბარი ფენის ფორმირებას. სწორად შერჩეული გრუნტი მნიშვნელოვნად ამცირებს საფარის მოშლის, აქერცვლისა და წყლის შეღწევის რისკს.

პრაიმერების გამოყენების სფეროები
  • ბეტონის ზედაპირები;
  • ცემენტის სტიაჟკა;
  • ლითონის კონსტრუქციები;
  • ძველი ბიტუმის მემბრანები;
  • ხის ზედაპირები;
  • ტერასები და ბრტყელი სახურავები;
  • აივნები და ლოჯიები;
  • საძირკვლები და სარდაფები;
  • მიწისქვეშა კონსტრუქციები;
  • ინდუსტრიული და კომერციული ობიექტები.
ჰიდროიზოლაციის პრაიმერების უპირატესობები
  • უზრუნველყოფს ძლიერ ადჰეზიას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე;
  • ამცირებს ზედაპირის შეწოვადობას;
  • ამაგრებს მტვრიან და ფოროვან საფუძვლებს;
  • ხელს უწყობს ჰიდროიზოლაციის თანაბარ გადანაწილებას;
  • ამცირებს ძირითადი მასალის ხარჯს;
  • ზრდის ჰიდროიზოლაციის სისტემის ექსპლუატაციის ვადას;
  • ამცირებს დეფექტებისა და ფენის აცლის რისკს;
  • უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალურ ეფექტურობას.
როგორ შევარჩიოთ სწორი პრაიმერი?

პრაიმერის არჩევა დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტენიანობაზე, გარემო პირობებსა და იმ ჰიდროიზოლაციის სისტემაზე, რომელიც გამოყენებული იქნება. სხვადასხვა მასალისთვის საჭიროა შესაბამისი გრუნტის გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის სრული თავსებადობა და მაქსიმალური შედეგი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრაიმერის შერჩევა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

PrimeFlex Georgia გთავაზობთ პროფესიონალური ხარისხის ჰიდროიზოლაციის პრაიმერებს, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს და განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული და ინდუსტრიული პროექტებისთვის. შეარჩიეთ თქვენი სისტემისთვის შესაბამისი გრუნტი და შექმენით მყარი საფუძველი საიმედო, ხანგრძლივი და ეფექტური ჰიდროიზოლაციისთვის.