მომავლის იზოლაციები
NEOBITUMEN 545BK — ორკომპონენტიანი ცემენტ-ბიტუმის ჰიდროიზოლაცია
NEOBITUMEN 545BK არის ცემენტისა და ბიტუმ-რეზინის ბაზაზე დამზადებული ორკომპონენტიანი, მაღალი სიბლანტის ჰიდროიზოლაციური საფარი. ის ქმნის ელასტიურ, უწყვეტ და წყალგაუმტარ ფენას, რომელიც იცავს კონსტრუქციებს ტენიანობის, წყლის გაჟონვის და მუდმივი წყლის წნევის ზემოქმედებისგან.
NEOBITUMEN 545BK-ის დანიშნულება
მასალა განკუთვნილია როგორც ახალი, ასევე არსებული კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისთვის. მისი ცემენტ-ბიტუმის შემადგენლობა უზრუნველყოფს ძლიერ ადჰეზიას ბეტონისა და მინერალური ზედაპირების მიმართ, ხოლო ელასტიკური სტრუქტურა ეფექტურად ფარავს შეკუმშვით გამოწვეულ მიკრობზარებს. პროდუქტი ქმნის პრემიუმ W2A კლასის სისტემას ფუნდამეტებისთვის EN 15814 სტანდარტის თანახმად
გამოიყენება მიწისქვეშა და მიწისპირა კონსტრუქციებზე, სადაც აუცილებელია ხანგრძლივი და საიმედო ჰიდროიზოლაცია.
გამოყენების არეები
გამოიყენება:
- საძირკვლების ჰიდროიზოლაციისთვის
- საყრდენი და საძირკვლის კედლებისთვის
- სველი წერტილებისთვის
- მიწისქვეშა კონსტრუქციებისთვის
- გაჟონვის წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზედაპირებზე
- მუდმივი ან დროებითი წყლის წნევის პირობებში
- ძველი ბიტუმოვანი მემბრანების, ასფალტისა და ბიტუმიანი საფარების შეკეთებისთვის
- დრენაჟისა და საიზოლაციო ფილების დასაწებებლად
უპირატესობები
- ორკომპონენტიანი სისტემა მაღალი გამძლეობისთვის
- ქმნის უწყვეტ და უნაკერო ჰიდროიზოლაციურ ფენას
- შესანიშნავი ადჰეზია ბეტონსა და მინერალურ ზედაპირებზე
- ვარგისია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებზე
- ელასტიკური სტრუქტურა ბზარების გადასაფარად
- მდგრადია გაყინვა-გალღობის ციკლების მიმართ
- მდგრადია მარილების ხსნარებისა და სუსტი მჟავების მიმართ
- შესაძლებელია გამოყენება ოდნავ ნესტიან ზედაპირზეც
- არ შეიცავს გამხსნელებს და ეკოლოგიურად უსაფრთხოა
რატომ NEOBITUMEN 545BK?
მასალა წარმოადგენს პროფესიონალურ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საჭიროა მაღალი ხარისხის ჰიდროიზოლაცია რთულ პირობებში. მისი ელასტიკური და გამძლე სტრუქტურა უზრუნველყოფს კონსტრუქციის დაცვას ტენისა და წყლის შეღწევისგან მრავალი წლის განმავლობაში.