მწვანე გადახურვის ჰიდროიზოლაცია | Green Roof Waterproofing | PrimeFlex Georgia
რეკომენდებული პოლიურეთანის სისტემა (ინვერსიული/მწვანე გადახურვისთვის)
თხევადი პოლიურეთანის არმირებული ფესვგამძლე სისტემა ქმნის უწყვეტ, მაღალელასტიურ და წყალგაუმტარ მემბრანას. გეოტექსტილით არმირება ზრდის სისტემის სიმტკიცეს, ბზარების გადაფარვის უნარსა და ხანგრძლივ გამძლეობას, რაც მას იდეალურ გადაწყვეტად აქცევს მწვანე და ინვერსიული გადახურვებისთვის
სისტემის შესახებ
ეს მრავალშრიანი პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის სისტემა განკუთვნილია მწვანე და ინვერსიული გადახურვებისთვის. პრაიმერი უზრუნველყოფს მყარ ადჰეზიას ბეტონთან, ხოლო ორშრიანი თხევადი პოლიურეთანის მემბრანა, გეოტექსტილის არმირებით, ქმნის უწყვეტ, ელასტიურ და წყალგაუმტარ ფენას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება Root Barrier, რომელიც იცავს სისტემას ფესვების შეღწევისგან. დრენაჟის ფენა და ფილტრაციის გეოტექსტილი უზრუნველყოფს წყლის ეფექტურ გადინებას და იცავს ჰიდროიზოლაციას, რის შედეგადაც მიიღება გამძლე და ხანგრძლივი მწვანე გადახურვის სისტემა.
1 ბეტონის ზედაპირი
2 NEOPRIMER PUR 50SC საპენეტრაციო გრუნტი
3 NEOPUR PU 360LV არმირების ფენა
4 NEOFABRIC არმირება
5 NEOPUR PU 360LV საიზოლაციო მემბრანა
6 NEOPUR Root Barrier ფესვგამძლე მემბრანა
7 NEODRAIN composite - დრენაჟის ფენა
8 ფილტრაციის ჯეოტექსტილი
9 საფარი
ETAG 005 / EAD კლასიფიკაცია
| პარამეტრი | კლასიფიკაცია |
|---|---|
| ექსპლუატაციის ვადა | W3 (25 წელი) |
| კლიმატური ზონა | M და S |
| დატვირთვები | P4 (ინტენსიური ექსპლუატაცია) |
| სახურავის დახრილობა | S1 – S4 |
| მინ. ზედაპირის ტემპერატურა | TL4 (-30°C) |
| მაქს. ზედაპირის ტემპერატურა | TH4 (+90°C) |
| რეაქცია ცეცხლზე | კლასი E |
| ფესვების მიმართ მდგრადობა | EN 13948 / FLL |
უპირატესობები
• სრულიად უწყვეტი (Seamless) ჰიდროიზოლაცია
• რთული დეტალების მარტივი დამუშავება
• მაღალი ელასტიურობა (ბზარების გადაფარვა)
• ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა (25+ წელი სწორად შესრულების შემთხვევაში)
• მარტივი შეკეთება მომავალში
• მდგრადი ფესვების მიმართ
დოკუმენტები
რეკომენდებული ბიტუმ-პოლიურეთანის ელასტომერული სისტემა (ინვერსიული/მწვანე გადახურვისთვის)
ბიტუმ-პოლიურეთანის არმირებული სისტემა უზრუნველყოფს ელასტიურ, უწყვეტ და ხანგრძლივ ჰიდროიზოლაციას, რაც მას საიმედო გადაწყვეტად აქცევს მწვანე გადახურვებისთვის.
სისტემის შესახებ
ეს მრავალშრიანი ბიტუმ-პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის სისტემა განკუთვნილია მწვანე და ინვერსიული გადახურვებისთვის. პრაიმერი უზრუნველყოფს მყარ ადჰეზიას საფუძველთან, ხოლო ორშრიანი ბიტუმ-პოლიურეთანის მემბრანა, გეოტექსტილის არმირებით, ქმნის უწყვეტ, ელასტიურ და წყალგაუმტარ ფენას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება Root Barrier, რომელიც იცავს სისტემას ფესვების შეღწევისგან. დამცავი გეოტექსტილი, დრენაჟის ფენა და ფილტრაციის გეოტექსტილი უზრუნველყოფს წყლის ეფექტურ გადინებას და ჰიდროიზოლაციის ხანგრძლივ დაცვას.
1 ბეტონის ზედაპირი
2 NEOPRIMER PUR 50SC საპენეტრაციო გრუნტი
3 NEOPUR PU 602BT არმირების ფენა
4 NEOFABRIC არმირება
5 NEOPUR PU 602BT საიზოლაციო მემბრანა
6 NEOPUR Root Barrier ფესვგამძლე მემბრანა
7 NEODRAIN composite - დრენაჟის ფენა
8 ფილტრაციის ჯეოტექსტილი
9 საფარი
ETAG 005 კლასიფიკაცია
| პარამეტრი | კლასიფიკაცია |
|---|---|
| ექსპლუატაციის ვადა | W3 |
| კლიმატური ზონა | M და S |
| დატვირთვები | P4 |
| სახურავის დახრილობა | S1 – S4 |
| მინ. ზედაპირის ტემპერატურა | TL4 |
| მაქს. ზედაპირის ტემპერატურა | TH4 |
| რეაქცია ცეცხლზე | კლასი E |
| ფესვების მიმართ მდგრადობა | EN 13948 / FLL |