სწრაფი საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 10:00-16:00 შაბათი: 10:00-14:00 icon_widget_image თბილისი, საქართველო, 0159. ტარიელის ქ. N11 icon_widget_image + (995) 551 420 303 + (995) 555 656 165 icon_widget_image info@primeflex.ge
COVER-ჰიდროიზოლაცია
  /  თბოიზოლაცია
თბოიზოლაცია
PRIMEFLEX - მომავლის იზოლაციები
თანამედროვე თბოიზოლაცია მაქსიმალური ენერგოეფექტურობისთვის
პოლიურეთანის ქაფი (Spray Polyurethane Foam - SPF) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თბოიზოლაციის მასალაა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის სრულ, უნაკერო და ჰერმეტულ იზოლაციას. შესხურების ტექნოლოგიის წყალობით ქაფი ავსებს ყველა ნაპრალს, ღრიჭოსა და რთულად მისადგომ ადგილს, რაც ამცირებს სითბოს დანაკარგს, ენერგიის ხარჯს და იცავს კონსტრუქციას ტენისა და კონდენსატისგან.
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B2 d30
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B1 d40
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B2 d10
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B2 d10
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B2 d30
პოლიურეთანის ქაფი NEOFOAM B2 d30
ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია:
ღია უჯრედოვანი პოლიურეთანის ქაფი (Open Cell)

მსუბუქი, ელასტიური და ორთქლგამტარი თბოიზოლაცია, რომელიც იდეალურია:

  • სახურავებისთვის
  • მანსარდებისთვის
  • კედლებისთვის
  • შიდა ტიხრებისთვის
  • ხის კონსტრუქციებისთვის

უპირატესობები:

  • მაღალი თბოიზოლაცია
  • კარგი ხმის იზოლაცია
  • მსუბუქი წონა
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო
  • ენერგიის მნიშვნელოვანი დაზოგვაა
  •  
 
დახურული უჯრედოვანი პოლიურეთანის ქაფი (Closed Cell)

მაღალი სიმკვრივის ქაფი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცითა და დაბალი წყალშთანთქმით.

გამოიყენება:

  • ბრტყელ სახურავებზე
  • ტერასებზე
  • ფასადებზე
  • სამრეწველო შენობებზე
  • მეტალის კონსტრუქციებზე
  • საწყობებსა და ანგარებში

უპირატესობები:

  • მაქსიმალური თბოიზოლაცია
  • წყლის მიმართ მაღალი მდგრადობა
  • კონსტრუქციის დამატებითი გამაგრება
  • ორთქლის ბარიერის ფუნქცია
  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა
სხვადასხვა სიმკვრივე – სწორი არჩევანი ყველა პროექტისთვის

ყველა ობიექტს განსხვავებული მოთხოვნები აქვს, ამიტომ ვიყენებთ სხვადასხვა სიმკვრივის პოლიურეთანის ქაფს, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური გადაწყვეტა:

  • დაბალი სიმკვრივე – საცხოვრებელი შიდა სივრცეების თბოიზოლაციისთვის
  • საშუალო სიმკვრივე – უნივერსალური გამოყენებისთვის
  • მაღალი სიმკვრივე – ბრტყელი სახურავების, ტერასებისა და მაღალი დატვირთვის მქონე კონსტრუქციებისთვის

სპეციალისტები თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ შესაბამის სისტემას.


რატომ პოლიურეთანის ქაფი?

✔ უნაკერო მონოლითური საფარი
✔ არ რჩება თერმული ხიდები
✔ სწრაფი მონტაჟი
✔ 40–50%-მდე ენერგიის დაზოგვის პოტენციალი
✔ მაღალი თბოგამტარობის წინააღმდეგობა
✔ ტენისა და კონდენსატის შემცირება
✔ ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა
✔ შესაფერისია როგორც ახალი, ისე არსებული შენობებისთვის

რეალური შედეგი დამოკიდებულია შენობის კონსტრუქციასა და არსებულ თბოიზოლაციაზე.

სად გამოიყენება პოლიურეთანის ქაფი?
  • საცხოვრებელი სახლები
  • კოტეჯები
  • მანსარდები
  • ბრტყელი და დახრილი სახურავები
  • ტერასები
  • საწყობები
  • საწარმოო ობიექტები
  • ანგარები
  • კონტეინერები
  • ცივი საწყობები
  • მეტალის კონსტრუქციები
რატომ PrimeFlex Georgia?

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პოლიურეთანის სისტემებს და თანამედროვე დანადგარებს, რაც უზრუნველყოფს თანაბარ შესხურებას, მაქსიმალურ თბოიზოლაციასა და ხანგრძლივ შედეგს. თითოეული პროექტი მუშავდება ინდივიდუალურად, კონსტრუქციის ტიპისა და მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით.