ბრტყელი გადახურვის ჰიდროიზოლაცია | PrimeFlex Georgia
ბრტყელი გადახურვის ჰიდროიზოლაცია თანამედროვე მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორად შერჩეული სისტემა იცავს გადახურვას წყლის შეღწევისგან, UV გამოსხივებისგან და ტემპერატურული ცვლილებებისგან. გარდა ამისა, მაღალი ხარისხის მასალები მნიშვნელოვნად ზრდის კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადას. PrimeFlex Georgia გთავაზობთ პროფესიონალურ ჰიდროიზოლაციის სისტემებს სხვადასხვა ტიპის ბრტყელი გადახურვისთვის.
პოლიურეთანის ჰიდროიზოლაცია ახალი შენობებისთვის
ეფექტური ჰიდროიზოლაციის სისტემა ბრტყელი გადახურვებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას წყლის, UV სხივებისა და კლიმატური ზემოქმედებისგან.
სისტემის შესახებ
პრემიუმ კლასის, თხევადი გამოყენების, გამხსნელზე დაფუძნებული პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის
სისტემა, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი მექანიკური სიმტკიცით, ქიმიური ზემოქმედებისა და
ულტრაიისფერი ( UV) გამოსხივების მიმართ მაღალი მდგრადობით. გამოიყენება სახურავების, ტერასებისა და აივნების ხანგრძლივი და საიმედო ჰიდროიზოლაციისთვის. სერტიფიცირებულია 25 წლამდე მოსალოდნელი ექსპლუატაციის ვადით.
1 ბეტონის ზედაპირი
2 NEOPRIMER PUR 50SC საპენეტრაციო გრუნტი
3 NEOPUR PU 350UV არმირების შრე
4 NEOFABRIC არმირება
5 NEOPUR PU 350UV საიზოლაციო შრე
6 NEOTOP PU 640TC საფინიშო საფარი
ETAG 005 კლასიფიკაცია
პარამეტრი | კლასიფიკაცია |
|---|---|
ექსპლუატაციის ვადა | W 3 |
კლიმატური ზონა | M და S |
დატვირთვები | P1 - P4 |
სახურავის დახრილობა | S1 - S4 |
მინ. ზედაპირის ტემპერატურა | TL3 - TL4 |
მაქს. ზედაპირის ტემპერატურა | TH4 |
რეაქცია ცეცხლზე | კლასი E |
ქარის დატვირთვის მდგრადობა | > 50 KPA |
უპირატესობები
• 100% უნაკერო სისტემა
• მაღალი ელასტიურობა
• ძლიერი ადჰეზია ფილის ქვეშ
• ბზარების გადაფარვა
• წყალგაუმტარი დაცვა
• 25+ წლიანი ექსპლუატაცია
დოკუმენტები
პოლიურეთანის ჰიდროიზოლაცია კერამიკული ფილის/ქვის ქვეშ
ეფექტური ჰიდროიზოლაციის სისტემა ბრტყელი გადახურვებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას წყლის, UV სხივებისა და კლიმატური ზემოქმედებისგან.
სისტემის შესახებ
თხევადი გამოყენების, გამხსნელზე დაფუძნებული პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის სისტემა მშრალ სილიკასთან ერთად (კვარცის ქვიშა), რომელიც გამოიყენება გადახურვებზე ფილის ქვეშ, გამოირჩევა შესანიშნავი პოლიმიერული თვისებით ელასტიურობასთან ერთად. გამოიყენება სახურავების, ტერასებისა და აივნების ხანგრძლივი და საიმედო ჰიდროიზოლაციისთვის. სერტიფიცირებულია 25 წლამდე მოსალოდნელი ექსპლუატაციის ვადით.
1 ბეტონის ზედაპირი
2 NEOPRIMER PUR 50SC საპენეტრაციო გრუნტი
3 NEOPUR PU 350UV საიზოლაციო შრე
4 NEOPOL SILICA SAND მშრალი სილიკა
5 ფილა, ქვა, ცემენტი და ა.შ
EN 14891 კლასიფიკაცია
| პარამეტრი | კლასიფიკაცია |
|---|---|
| შესაბამისი სტანდარტი | EN 14891 |
| გამოყენების სფერო | ფილის ქვეშ |
| ჰიდროიზოლაციის ტიპი | RM (Reaction Resin) |
| ბზარების გადაფარვა | ≥ 0.75 მმ |
| წყალგაუმტარობა | Pass |
| ადჰეზია | ≥ 0.5 N/mm² |
| ტემპერატურული მდგრადობა | -20°C / +80°C |
| ქლორირებულ წყალთან მდგრადობა | Pass |
| UV მდგრადობა | დაცულია ფილის ქვეშ |
| ექსპლუატაციის ვადა | 25+ წელი* |
უპირატესობები
• 100% უნაკერო სისტემა
• მაღალი ელასტიურობა
• ძლიერი ადჰეზია ფილის ქვეშ
• ბზარების გადაფარვა
• წყალგაუმტარი დაცვა
• 25+ წლიანი ექსპლუატაცია
დოკუმენტები
ძველი გადახურვების განახლება ჰიდროიზოლაცია
პოლიურეთანის სისტემა ძველი ფილის, ქვის, ტოლისა და ცემენტის გადახურვების სწრაფი და საიმედო ჰიდროიზოლაციისთვის, დემონტაჟის გარეშე.
სისტემის შესახებ
თხევადი გამოყენების, გამხსნელზე დაფუძნებული პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის სისტემა ეპოქსიდური გრუნტით - წყლით ხსნადი ეპოქსიდური გრუნტი უზრუნველყოფს ძლიერ ადჰეზიას ბეტონთან, კერამიკულ ფილასთან, ბიტუმიან მემბრანებთან და სხვა მყარ საფუძვლებთან. პოლიურეთანის ელასტიური ჰიდროიზოლაციის ფენები ქმნის უწყვეტ, უნაკერო და წყალგაუმტარ მემბრანას, რომელიც ეფექტურად ფარავს მიკრობზარებს და იცავს კონსტრუქციას წყლის შეღწევისგან. საბოლოო ალიფატური პოლიურეთანის UV-რეზისტენტული საფარი უზრუნველყოფს მაღალი დონის მდგრადობას მზის სხივების, ატმოსფერული ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, რის შედეგადაც მიიღება გამძლე, ესთეტიკური და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მქონე ჰიდროიზოლაციის სისტემა.
1 ბეტონის ზედაპირი
2 NEOPRIMER 100 WB გრუნტი
3 NEOPUR PU 350UV საიზოლაციო შრე
4 NEOPUR PU 350UV საიზოლაციო შრე
5 NEOTOP PU 640TC საფინიშო საფარი
ETAG 005 / EAD 030350 კლასიფიკაცია
| პარამეტრი | კლასიფიკაცია |
|---|---|
| ექსპლუატაციის ვადა | W3 (25 წელი) |
| კლიმატური ზონა | M და S |
| დატვირთვები | P3 |
| სახურავის დახრილობა | S1 – S4 |
| მინ. ზედაპირის ტემპერატურა | TL4 (-30°C) |
| მაქს. ზედაპირის ტემპერატურა | TH4 (+90°C) |
| UV მდგრადობა | მაღალი |
| რეაქცია ცეცხლზე | კლასი E |
| ქარის დატვირთვის მდგრადობა | > 50 kPa |
უპირატესობები
• ნაკერების გარეშე მონოლითური ჰიდროიზოლაციის მემბრანა
• დემონტაჟის გარეშე განახლება
• მაღალი ელასტიურობა და ბზარების გადაფარვის უნარი
• ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მიმართ მაღალი მდგრადობა
• ატმოსფერული ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ გამძლეობა
• მაღალი მექანიკური სიმტკიცე და ცვეთამედეგობა
• ქიმიური ნივთიერებების მიმართ მდგრადობა
• იდეალურია სახურავების, ტერასებისა და აივნების ჰიდროიზოლაციისთვის
• მარტივი მოვლა და დაზიანებული უბნების ლოკალური შეკეთების შესაძლებლობა
• 25+ წლიანი დაცვა
დოკუმენტები
ბრტყელი გადახურვის ჰიდროიზოლაციის მნიშვნელობა
ბრტყელ სახურავზე წყალი უფრო ნელა გადაადგილდება, ვიდრე დახრილ გადახურვაზე. არასათანადო დახრის, დაზიანებული სადრენაჟო სისტემის ან უხარისხოდ შესრულებული იზოლაციის შემთხვევაში ზედაპირზე შეიძლება დაგროვდეს წყალი.
დროთა განმავლობაში ტენიანობა აღწევს ბეტონის ფორებში და იწვევს:
1. წყლის გაჟონვას შენობის შიდა სივრცეში;
2. ბეტონისა და არმატურის დაზიანებას;
3. ობისა და ნესტის წარმოქმნას;
4. თბოიზოლაციის ეფექტურობის შემცირებას;
5. სახურავის საფარის ბზარებსა და აქერცვლას.
ხარისხიანად შესრულებული ბრტყელი გადახურვის ჰიდროიზოლაცია იცავს როგორც სახურავს, ისე შენობის მთლიან კონსტრუქციას.
PrimeFlex Georgia იყენებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემებს. დამატებითი ინფორმაცია ევროპული ტექნიკური შეფასებების (ETA) შესახებ შეგიძლიათ იხილოთ EOTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.